სავარაუდოდ პოლიციელის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტზე გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სავარაუდოდ პოლიციელის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო.

“შინაგან საქმეთა სამინისტროა გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის ირგვლივ სამსახურეობრივი შემოწმება უკვე დაიწყო. მოხდება შესაბამისი რეაგირება”,- აცხადებენ უწყებაში.

ზუგდიდში, სავარაუდოდ პოლიციელის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტები “დროას” წევრმა, მარიამ სიჭინავამ გაავრცელა.