სავაჭრო მოლები და ბაზრობები დღეიდან შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ

დღეიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ -კვირის ჩათვლით იმუშავებენ. შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.15 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებენ სპორტდარბაზები, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.