საიმედოდ იცავთ რუსეთის ღირსებას! – კიმ ჩენ ინი პუტინს დაბადების დღეს ულოცავს

“საიმედოდ იცავთ რუსეთის ღირსებას აშშ-სა და მისი ვასალებისგან” – ამ შინაარსის წერილით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს  70 წლის იუბილეს ულოცავს.  ამის შესახებ ინფორმაციას, ჩრდილოეთ კორეის გაზეთი, როდონგ შინმუნი ავრცელებს. 

“დღეს, რუსეთი საიმედოდ იცავს საკუთარ ღირსებასა და ფუნდამენტურ ინტერესებს აშშ-სა და მისი ვასალური ძალებისგან მომდინარე გამოწვევებისა და საფრთხეებისგან. ასეთი რეალობა წარმოუდგენელი იქნებოდა თქვენი გამოკვეთილი ლიდერობისა და შეუპოვრობის გარეშე. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი პირადი კავშირები დიდ როლს ითამაშებენ ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის მეგობრობის კონსოლიდირებასა და განვითარებაში”. – წერს კიმ ჩენ ინი.