სალომე ზურაბიშვილი დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგს გამართავს. უცნობია, რაზე ისაუბრებს პრეზიდენტი. ასევე, პრესსამსახური არ ასახელებს ბრიფინგის ზუსტ დროს.

აღსანიშნავია, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი შეხვდა კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს, იუსტიციის მინისტრს, ევროკავშირის ელჩსა და აშშ-ის ელჩის მოადგილეს. პირველ ნოემბერს ის შეხვდა ცესკოს თავმჯდომარესაც.