სალომე ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა  13 მსჯავრდებული შეიწყალა.

9 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის 4  მსჯავრდებული ქალია.