სალომე სამადაშვილზე ღია მუქარა და შეურაცხყოფა მიუღებელია! – დეკანოიძე

ენმ–ს ერთ–ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მისი თანაპარტიელის, სალომე სამადაშვილის შეურაცხყოფა და მუქარა მიუღებელია.

“და კიდევ ერთი: მოგვწონს თუ არა გამოხატვის შინაარსი – არ აქვს მნიშვნელობა.
სალომე სამადაშვილზე ღია მუქარა და შეურაცხყოფა არის მიუღებელი!”,– წერს დეკანოიძე Facebook–ზე.

ცნობისთვის, გუშინ, 23 იანვარს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით შევიდა, აქტივისტმა ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა. ამ ინციდენტს “ამაზრზენი” უწოდა სალომე სამადაშვილმა და განაცხადა, რომ არანაირი გარემოება არ ამართლებს ადამიანზე ძალადობას და მისი ღირსების შელახვას, რასაც ენმ–ს მხარდამჭერების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

დღეს ირაკლი ფანგანი შსს–მ დააკავა. სამადაშვილის აზრით, ეს შერჩევითი სამართალია.