სამადაშვილი საბანაძეზე: მისთვის პირადად მაქვს ნათქვამი – შენ მოგიწევს გადადგომა

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი ევროკავშირში საქართველს ელჩის გადადგომას ეხმიანება და ამბობს, რომ ამას ევროკავშირი ცუდად აღიქვამს.

მისი განცხადებით, ნატა საბანაძისთვის პირადად აქვს ნათქვამი, რომ გადადგომა მოუწევდა.

“მე პირადად მაქვს ნათქვამი ერთ-ერთ შეხვედრაზე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, რომ შენ მოგიწევს გადადგომა თანამდებობიდან, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არ არის რეალურად ხელისუფლება, რომელიც ატარებს პროდასავლურ საგარეო კურსს. კარგი იქნებოდა, რომ მას ეს განცხადება გაეკეთებინა უფრო ადრე, თუნდაც მაშინ, როცა კარტოგრაფები დააპატიმრეს. ჩვენ ვნახეთ რომ გიგი გიგიაძემ ძალიან ღირსეული ნაბიჯი გადადგა.

ქალბატონი საბანაძის გადადგომა ეს არის ნათელი გზავნილი როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ ყველანაირი ნიღაბი ჩამოიხსნა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ქვეყანაში და ამას სჭირდება წინააღმდეგობის გაწევა”,– განაცხადა სამადაშვილმა ტვ პირველის ეთერში.