სამარცხვინოა! მთავრობის განცხადებებმა წაახალისა ძალადობა – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ტეის როიტენი სამარცხვინოს უწოდებს მთავრობის მიერ 5 ივლისს ძალადობის წახალისებას.

მისი თქმით, მთავრობის განცხადებებმა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.

“უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ხელისუფლებით. ნაცვლად იმისა, რომ ყველა დაეცვათ, როგორც ჩანს, მთავრობის განცხადებებმა წაახალისა საშინელი ანტი-LGBTQ ძალადობა და საფრთხეში ჩააგდო “თბილისი პრაიდის” მრავალი მშვიდობიანი აქტივისტისა და მონაწილის სიცოცხლე. სამარცხვინოა”, – წერს ევროპარლამენტარი.