სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა

ლეგენდარული ოლიმპიელი, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

სანეევი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

ვიქტორ სანეევი 1992 წლიდან ცხოვრობდა ავსტრალიაში და იყო ამ ქვეყნის მოქალაქე. 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.