სამგორში არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში, სამგორის რაიონში 15 წლის მოზარდი დაჭრეს. არასრულწლოვანი ჰოსპიტალშია გადაყვანილი, მას ოპერაცია ჩაუტარდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებისას დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დამატებითი დეტალები შემთხვევის შესახებ ამ დროისთვის უცნობია.