სამგორში მატარებლის ვაგონს ცეცხლი უკიდია (ვიდეო)

სამგორის რაიონში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს გაუჩნდა.

ადგილზე 14 სახანძრო–სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. ცეცხლი უკიდია დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს, რომელიც გამოიყენებოდა საწვავის გადასაზიდად. დაშავებული არავინ არ არის.