სამების საკათედრო ტაძარს დავალიანების გამო გაზი ჩაუჭრეს

სამების საკათედრო ტაძარს რამდენიმე დღეა ბუნებრივი აირით მომარაგება შეუწყვიტეს.

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ამბობს, რომ დავალიანება 3 წლის განმავლობაში გროვდებოდა და 250 ათას ლარს მიაღწია. არქიმანდრიტის თქმით, კომპანიამ რამდენჯერმე “გაითვალისწინა” ტაძარი და გაზი არ ჩაჭრა, თუმცა რამდენიმე დღის წინ, გააფრთხილებების შემდეგ მომარაგების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

“მონასტერს არასდროს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ეს თანხა გადაეხადა. იმ კომპანიამაც რა ქნას, ყოველთვის გვერდში გვედგა და რაღაც მომენტში გადაწყვიტეს ასე”,-ამბობს იოანე მჭედილიშვილი ტვ პირველთან.

მან სოციალურ ქსელში მრევლს მოუწოდა, ტაძარში გაზის ბალონები მიიტანონ.