სამნიძე: დოკუმენტი მისაღებია, რესპუბლიკური პარტია ხელის მოსაწერად მზადაა

ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტია მზად არის, მედიატორების წარდგენილ ახალ დოკუმენტს მხარი დაუჭირონ.

“დოკუმენტი არის მისაღები. მე შემიძლია ვთქვა რესპუბლიკური პარტიის სახელით, რომ პოზიტიურად ვართ განწყობილი. მზად ვართ, რომ ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ხელისუფლების მხრიდან იყოს მზადყოფნა, რომ შევთანხმდეთ. დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მოვიდნენ შეხვედრაზე”,– ამბობს სამნიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უნდა დაიწყოს.

დოკუმენტის მიხედვით, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%–ს ვერ აიღებს, ვალდებული იქნება, 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს.

ასევე, ნიკა მელია და გიორგი რურუა ციხიდან ერთი და იგივე ვადაში გამოვლენ, მელიას კი თავდებში ევროკავშირი ჩაუდგება.