“ჩვენ ვიმეორებთ საერთაშორისო საზოგადოებაში ბევრის შეშფოთებას, რომ საქართველოს ორ კანონპროექტს უცხოელი აგენტების შესახებ პარლამენტი თუ მიიღებს, მას ექნება მსუსხავი ეფექტი სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადახედონ ამ კანონებს”

ასე ეხმაურება, საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House პარლამენტში ინიცირებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსულ კანონპროექტს.