სამტრედიაში „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე სხვა პარტიებს – ჟორჟოლიანი

“თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ წყალტუბოსა და სამტრედიაში „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე სხვა ნებისმიერ პარტიას” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

„წყალტუბოში ყველაფერი მშვიდ გარემოში მიდის. ოპოზიციის წარმომადგენლებს არ განვიხილავ როგორც კონკურენტებს.

რაც შეეხება ვანს, იქ მძიმე სიტუაციაა, რადგან იქ სუს-ის სიო უკვე დაჰქრის. სუს-ის მობილიზება იქ უკვე არის და არა მხოლოდ იქ, სუს-ის ხელმძღვანელი იმდენად აქტიურობს, სამტრედიაშიც რეკავს, რომ დაეხმარონ. სამტრედიაში არის ძალიან დაძაბული ვითარება და როგორც ჩანს, ჩვენი ინფორმაციით, რაღაც კვლევები აქვთ და ისინი არ ელოდნენ ამ შედეგებს. ასევე მობილიზებაა მასწავლებლების და უნდა გავიხსენოთ, რომ ხონშიც გახსოვთ, როგორ იაქტიურა განათლების მინისტრმა და კონსპირაციულ შეხვედრებს უწყობს ჩემს კონკურენტს მასწავლებლებთან. ახლა ხელების გადაგრეხვა მიდის სამტრედიაში“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.