სამწუხაროა რაც მოხდა ბებია-ბაბუები ხო ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, ვინც იქ იყვნენ – პაატა იმნაძე დინამო არენასთან შეკრებილ გულშემატკივრებზე

“სამწუხაროა რაც იქ მოხდა” – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ეს განცხადება, გუშინ დინამო არენასთან შეკრებილ გულშემატკივრებთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით რეკომენდაციები დაირღვა და სასურველია სტადიონთან შეკრებილმა პირებმა თვითმონიტორინგი აწარმოონ.

„როცა ადამიანები აკრიტიკებენ სხვა ადამიანებს სადღაც შეკრების გამო და მერე თვითონ იკრიბებიან… სამწუხაროა, ის, რაც მოხდა… ბებია-ბაბუები ხო ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, ვინც იქ იყვნენ“- განაცხადა პაატა იმნაძემ.