სამხარაძემ სტუდენტებს, რომლებმაც მას რუსულ კანონთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნეს, შეხვედრა შესთავაზა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ სტუდენტებს, რომლებმაც მას რუსულ კანონთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნეს, შეხვედრა შესთავაზა.

“ჩემმა ერთ-ერთმა სტუდენტმა გამომიგზავნა ეს წერილი და მე მათ შევთავაზე შეხვედრა. ვისაუბრებ ყველა თემაზე, რაც მათ აინტერესებთ. ვისაუბრებთ, რას ეფუძნება ეს შიშები, რა პოზიცია გვაქვს, როგორ ვუყურებთ კანონპროექტის სამომავლო ბედს, რას იტყვის ვენეციის კომისია და ა.შ. პირველი მოსმენა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პრინციპი, მეორე მოსმენა არის მუხლობრივი, თუმცა მეორე მოსმენას არ გავმართავთ მანამ სანამ არ გვექნება ვენეციის კომისიის რეკომენდაცია”, – თქვა სამხარაძემ.

სტუდენტები სამხარაძეს, ე.წ. აგენტების კანონზე მიმართავენ და მოუწოდებენ, კოლეგები მის მიზანშეუწონლობაში დაარწმუნოს. მიმართვას 40-მდე ყოფილი სტუდენტი აწერს ხელს.