“ბუნებრივია, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ და არ შეიძლება, ამ მოწოდებას ან არ იზიარებდე, ან არ ეთანხმებოდე.

როდესაც მე მქონდა შესაძლებლობა, ორი წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრის რანგში მემართა პენიტენციური სამსახური, პრინციპი იყო ერთი – თუ პატიმარს სჭირდება სამოქალაქო სექტორში გადაყვანა, ის არის გადაყვანილი. მანამ სანამ მას ეს არ სჭირდება, ის მკურნალობს საპატიმრო პირობებში, ან ციხის სამკურნალო დაწესებულებაში“

თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილზე.