სანდროს რა ვუთხრა, დღეებს ითვლის, ნიკა არ მოსულა, ასე როგორ შეიძლებაო – ანზორ მელია

ნიკა მელიას მამა ანზორ მელია ამბობს, რომ მისი შვილიშვილი დღეებს ითვლის და მამამისს ელოდება.

“ერთადერთი, რასაც განვიცდი – სანდროს რა უნდა ვუთხრა, დღეებს ითვლის და მეუბნება, 6 დღეა, ნიკა სახლში არ მოსულაო და ეს როგორ შეიძლებაო. ავარიდეთ, ჩვენ ამ თემაზე არ ვსაუბრობთ, ტელევიზორიც გამორთული გვაქვს, როცა სანდრო ჩვენთან არის, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ამ ბავშვმა რაღაცა იცის. ადრე ჩვენთან სულ რჩებოდა ხოლმე, ახლა დედასთან ყოფნას ითხოვს, დედა მენატრებაო”. – ამბობს ანზორ მელია ფორმულას ეთერში.

მისივე განცხადებით, მიტაცებული სასამართლოთი ნიკა მელიას გაამართლებენ, რადგან სხა გამოსავალი არ დარჩებათ.

“ერთ კვირაში ნიკა იქნება სახლში, მე დარწმუნებული ვარ. თუ ამ მთავრობას კიდევ შერჩენია საღი აზროვნება, თუ ამ მთავრობაში არიან ადამიანები, რომელსაც ქვეყნის ბედი გულთან ოდნავ მაინც მიაქვს, მათ მიერ მიტაცებული სასამართლოთი ნიკა უნდა გაამართლონ. ამის შანსი ამ სასამართლოს აქვს. სხვა გამოსავალი არ იქნება”,– ამბობს ანზორ მელია.