სანიკიძეს დეპუტატობასთან ერთად კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს

ქართული ოცნების დეპუტატი, ყოფილი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბავშვთა კალათბურთის რეგიონებში განვითარება და ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება.

სანიკიძე ფიქრობს, რომ კალათბურთის ფედერაციაში არანაირი დაპირისპირება არ იქნება.

“ხელმძღვანელობა ვინც არის ჩემთვის უცხო არ არიან, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მეგობრული. აქედან გამომდინარე, მე ყველანაირად ვეწინააღმდეგები რაიმე სახის დაპირისპირებას, რატო უნდა იყოს დაპირისპირება? ღიად ვაცხადებ, რომ ყველასთან თანამშრომლობისთვის ვარ მზად, კატეგორიულად ვარ წინააღმდეგი რაიმე სახის დაპირისპირება მოხდეს, იმიტომ რომ არავისთან დაპირისპირება არ მქონია…

ვფიქრობდი კვირების განმავლობაში და როცა გადავწყვიტე, მაშინ შევიტანე განაცხადი”- ამბობს ვიქტორ სანიკიძე მთავარ არხთან საუბრისას.

ცნობისთვის, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის ვადა დღეს, პირველ დეკემბერს, იწურება. ფედერაციის ცნობით, კანდიდატად ასევე დარეგისტრირდა ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, პაატა გურასპაული.

საერთო საარჩევნო კრება დაგეგმილია 2021 წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე.