სანქციებზე საუბარი ნაადრევია, ვიდრე არ ამოიწურება შეთანხმების შესრულების შანსი – ელჩი

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ სანქციებზე საუბარი ნაადრევია, “ვიდრე არ ამოიწურება ყველა სხვა შანსი, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს”.

ის მოუწოდებს ხელმომწერ პარტიებს, მათ შორის, ქართულ ოცნებას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმების ვალდებულები, ხოლო იმ პარტიება, ვისაც ხელი არ მოუწერია, მოაწეროს.

ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეთანხმებაში დაბრუნება გამორიცხულია.