სანქციები იქნება ის უპირველესი იარაღი, რასაც გამოიყენებს აშშ – ხატია დეკანოიძე

სანქციები იქნება ის უპირველესი იარაღი, რასაც გამოიყენებს აშშ – ამის შესახებ ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით აშშ მმართველი გუნდის მიმართ სანქციებს ძალიან ფრთხილად გამოიყენებს.

”სანქციები ძალადობრივი ხელისუფლების შემაკავებელი ერთ-ერთი მთავარი ღია ინსტრუმენტია, ხელში იარაღია სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის და აშშ-სთვის. რა თქმა უნდა, სანქციები იქნება ის უპირველესი იარაღი, რასაც გამოიყენებს აშშ, ფრთხილად, მაგრამ გამოიყენებს” – ამბობს დეკანოიძე.