სანქციები, რაზეც რადიკალური ოპოზიცია ოცნებობს, არ იქნება – მდინარაძე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ “სანქციები არ იქნება”.

“სანქციებს, რეზოლუციებს რასაც თქვენ ფიქრობთ ხოლმე, რომ იქნება და გიხარიათ, ეს არ იქნება, მთავარ არხზე მაქვს საუბარი, დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ესეთი შეფასებები ჩვენ ვნახეთ, მათ შორის კრიტიკულებიც და აბსოლუტურად ადეკვატურად შეხვდა საქართველო, ჩვენი ქვეყანა ამ შეფასებებსაც, კრიტიკასაც და პასუხებიც გაეცა ყველა კითხვას. ბოლო დღეების პათოსი თქვენ იცით ჩვენი მეგობრების განცხადებებიც, მათ შორის”, – თქვა მამუკა მდინარაძემ. 

მისივე განმარტებით, პარტნიორები ნეგატიურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, რადგან ქართული ოცნება უამრავ კომპრომისზე მიდის.

“რაც შეეხება რაღაც ნეგატიურ გადაწყვეტილებებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, ასე არ იქნება, იმიტომ რომ კანონის აღსრულებისათვის, იმისთვის, რომ ხელისუფლება უამრავ კომპრომისულ წინადადებას აყენებს, ამისთვის ნანატრი სანქციები, რაზეც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ოცნებობენ ხოლმე, ესენი არ იქნება”, – თქვა მდინარაძემ.