საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ორი მოქალაქე თავისუფალია – სუს

‘საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ორი მოქალაქე თავისუფალია – აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

“უკანონოდ დაკავებულთა უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა. აქტიურდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზი. პროცესში ჩართულნი იყვნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ცნობისთვის, გუშინ 28 ოქტომბერს, ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე, ოკუპირებული სოფელ, ლოპანის მიმდებარედ დააკავეს.