საოკუპაციო ხელისუფლებამ საზაფხულო ბანაკი შექმნა, სადაც ბავშვებს უკრაინის სიძულვის ასწავლიან – მარიუპოლის საბჭო

მარიუპოლის საქალაქო საბჭო, რომელიც ამჟამად უკრაინის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც ქალაქს აკონტროლებს პრიმორიეში საზაფხულო ბანაკი მოაწყო, სადაც ბავშვებს უკრაინის სიძულვილს უნერგავენ და სროლას ასწავლიან.

საბჭომ გამოაქვეყნა ფოტოები ბანაკიდან, რომელიც მათი ინფორმაციით მეზობელ სოფელ მელეკინოში მდებარეობს. ფოტოებზე ჩანს, რომ  ბავშვები სამხედრო ფორმაში კალაშნიკოვის ავტომატს შლიან და პლაჟზე განნაღმვას სწავლობენ.

ფოტოზე გამოსახულია პატარა ბავშვები და მოზარდები ერთნაირ წითელ მაისურებში და ქუდებში.

მარიუპოლელი ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ მელეკინოს ბანაკი ნაცისტური მოძრაობა “ჰიტლერიუგენდის“ პრინციპით არის შექმნილი, სადაც ბავშვებს “ტვინს ურეცხავენ“ რუსული პროპაგანდით.