საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და ზეწოლა მიმდინარეობს – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და ზეწოლა მიმდინარეობს ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა, დღეს, 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები კანონმდებლობის სრული დაცვით აირჩია და ბრალდება, რომ საოლქო საარჩევნო კომისია “ნიშნავს” პოლიტიკურად მიკერძოებულ პირებს, არის სიცრუე, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი მოქალაქეები შეიყვანოს შეცდომაში.

საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, გააგრძელონ კანონით განსაზღვრული საქმიანობის ნეიტრალურად განხორციელება. არ აყვნენ პროვოკაციებს. ზეწოლის ან მუქარის შემთხვევაში იმოქმედონ კანონის შესაბამისად. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საოლქო საარჩევნო კომისიებს მათ საქმიანობაში და მზადების პროცესში 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის. და ამასთან ვაცხადებთ, რომ ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.