საპატრიარქო მაიკ პომპეოსა და პატრიარქის შეხვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს

საპატრიარქო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსა და კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს.

შეხვედრა პატრიარქსა და სახელმწიფო მდივანს შორის ცოტა ხნის წინ დასრულდა.

შეხვედრის დაწყებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელმაც, თავის მხრივ, სიხარული გამოხატა უწმინდესთან შეხვედრის გამო.

შეხვედრას ესწრებიან საპატრიარქო ტახტის მოსაყრდე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და სხვა ოფიციალური პირები.