სარდლობა აზოვსტალში ვრჩებით, მიმდინარეობს გარკვეული ოპერაცია – პალამარი

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ ის და მეთაურები აზოვსტალის ქარხანაში რჩებიან.

მისი თქმით, მიმდინარეობს ოპერაცია, რომელზეც ვერ ისაუბრებს

“დღეს ომის 85-ე დღეა. მე და სარდლობა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ვართ. მიმდინარეობს გარკვეული ოპერაცია, რომლის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მადლობა მთელ მსოფლიოს, მადლობა უკრაინას. გნახავთ”,– თქვა პალამარმა ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, 16 მაისიდან აზოვსტალის ქარხნიდან მებრძოლების ევაკუაცია დაიწყო. დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერის თქმით, ქარხანა უკრაინელი სამხედროების ნახევარზე მეტმა დატოვა. უკრაინა გეგმავს, თავისი მებრძოლები რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალოს.