სარკოზი,დრაგი და შოლცი კიევში ღამის მატარებლით ჩავიდნენ

იტალიიის პრემიერი, მარიო დრაგი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინაში ჩავიდნენ.

იტალიურმა ტელეარხმა სამი ლიდერის ფოტო აჩვენა მატარებლიდან, რომლითაც სამი ქვეყნის ლიდერი კიევში ჩავიდა. ამ ფოტოებს ფრანგული მედიაც აქვეყნებს და ისტორიულს უწოდებს.

ლიდერები სავარაუდოდ კიევში ვარშავიდან წავიდნენ.. მათი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მედიაში მანამდეც ვრცელდებოდა, თუმცა ვიზიტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ოფიცალურად უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არ გავრცელებულა.

მაკრონომა ბოლო დღეებში უკრაინის ორი მეზობელი– რუმინეთი და მოლდოვა მოინახულა.

რუმინეთში ჩასულმა თქვა, რომ ევროკავშირმა უნდა გაუგზავნოს მკაფიო პოლიტიკური სიგნალები უკრაინას და უკრაინელ ხალხს, რომლებიც გმირულ წინააღმდეგობას წევენ უკვე რამდენიმე თვეა.

სამი ევროპელი ლიდერი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. ეს არის ამ ლიდერების პირველი ვიზიტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.