სასამართლომ მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნების მოთხოვა არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა, მას შინაპატიმრობის ვადა ორი საათით გაეზარდა, რაც ნიშნავს იმას რომ თუ აქამდე მიხაილო სახლში 21:00-დან 08:00-მდე იყო, ახლა ის შინაპატიმრობაში 19:00 საათიდან 08:00 საათამდე დარჩება.
მიხაილო აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება მისალოცი სულაც არ არის, რადგან მას კიდვ უფრო შეუმცირდა დღის განმავლობაში გარეთ ყოფნის დრო.
მიხაილო თოდუა 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპროცესო შეთანხმების შეთავაზების მიუხედავად, 20 000 ლარის არქონის გამო სასჯელს ციხეში იხდიდა. 6 წელი ციხეში ყოფნის შემდეგ, 2019 წელს მან საპატიმრო დატოვა და სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა.