სასამართლო არ გვაქვს – ყოფილი პროკურორი

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო დღეს არ გვაქვს”-ამის შესახებ, ყოფილი პროკურორი, ზაზა დათუკიშვილი ტელეკომპანია “ფორმულას”  საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში გაძლიერდა ე.წ კრიმინალური ავტორიტეტების ინსტიტუტი.

“რისთვისაც იყო თავის დროზე ე.წ კანონიერი ქურდის ინსტიტუტი შექმნილი, ვუბრუნდებით ამ მდგომარეობას. მათ აქვთ თავისუფლება და შეიძლება, ეს სახელმწიფოსთვის იყოს მომგებიან. ეს ადამიანები თვითონ აკონტროლებენ ვითარებას, ალაგებენ, იქნება ეს ციხე თუ ბიზნესი. სახელმწიფოს სურს, თვითონ მოიხსნას პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ თვითონ არ შესწევს არც ამისი სურვილი, არც უნარი და მათ გადააბარა ამ ხალხს ეს მოვალეობა. სასამართლო სისტემა არ არის ეფექტური, საზოგადოებას არ აქვს სურვილი, სასამართლოსთან დაიჭიროს საქმე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო დღეს არ გვაქვს. სასამართლოში არაგონივრულად იწელება ყველა საქმე. მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა იდავოს 3-4 წელი, მეორე ინსტანციასა და მესამეშიც რამდენიმე წელი. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა აღსრულება. ამიტომ ურჩევნიათ მოლაპარაკება ან არბიტრაჟით საქმის გადაწყვეტა. ვინც ამას ვერ ახერხებს, ჩარევს კრიმინალურ ავტორიტეტებს”. – ამბობს დათუკიშვილი.