“სასარგებლო შეხვედრა იყო, მოვისმინეთ ოპოზიციის წუხილი” – კელი დეგნანი შეხვედრის დასრულების შემდეგ

ოპოზიციურ პარტიებსა და ელჩებს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მედიასთან მოკლე კომენტარი საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, გააკეთა.

“სასარგებლო შეხვედრა იყო, მოვისმინეთ ოპოზიციის წუხილი, ვაფასებთ, რომ მოვიდნენ შეხვედრაზე. გავაგრძელებთ საუბარს მათთან, ისევე, როგორც “ქართულ ოცნებასთან”, რათა მოვნახოთ გამოსავალი. ესაა, რაც შემიძლია გითხრათ ამ საღამოს”, – თქვა დეგნანმა.