სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დღეში მინიმუმ, 10 000 ადამიანი იცრებოდეს – ბიძინა კულუმბეგოვი

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დღეში მინიმუმ, 10 000 ადამიანი იცრებოდეს “- ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “დღის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ ქვეყანამ ვაქცინაციის დიდი დოზები აუცილებლად უნდა მიიღოს.

“ვაქცინაცია არის ერთადერთი გადარჩენის გზა. აუცილებლად ბევრი ვაქცინა გვჭირდება ამისთვის. დღეს არსებული რესურსებით ეს პერსპექტივა ბუნდოვანია. დღეს საქართველოსთვის განკუთვნილი მილიონი დოზა ფაიზერის კონტრაქტის არსებობა ძალიან დამაიმედებელია. დღეში მინიმუმ 10 000 ადამიანი უნდა იცრებოდეს ეს იქნება საუკეთესო. ამით რაც გვაქვს ამის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება.ბუნდოვანი პერსპექტივა ვახსენე, ვაქცინების მიღება გლობალურ პანდემიაზეა დამოკიდებული, მაგრამ მინდა ვირწმუნო, რომ ყველა ის შეთანხმება რაც იარსებებს იქნება დროში შესრულებული.ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დროში გაწერილად მივიღოთ ვაქცინები,”-აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.