სასიხარულო ინფორმაცია – გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადი – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ისრაელიდან ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი გამოჩნდა.

მისივე თქმით, 19, 22 და 26 მარტს ისრაელის ავიაკომპანია სამ ტურისტულ, ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

„სასიხარულო ინფორმაცია – გამოჩნდა უკვე პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადი, კერძოდ, მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია შეასრულებს სამ ტურისტურ ჩარტერულ რეისს 19, 22 და 26 მარტს თელავივი-ბათუმი-თელავივის მიმართულებით – ეს არის შედეგი ჩვენი პირველი შემსუბუქების“, – განაცხადა თურნავამ.