“ომიკრონი გახლავთ უკვე დომინანტური შტამი. ვანგარიშობთ, რომ დადებითი შემთხვევების დაახლოებით 90-95% მოდის უკვე ომიკრონზე, ამიტომაც შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად არის მომატებული. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სისტემა პასუხობს ამ გამოწვევას, რადგან, როგორც ჩანს, ომიკრონი დელტასთან შედარებით უფრო მშვიდად მიმდინარეობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დამძიმების ტენდენცია ომიკრონსაც აქვს და როცა ამდენი აქტიური შემთხვევა გვაქვს, შეიძლება ზეწოლა იყოს ჰოსპიტალურ სექტორზე და გვქონდეს შემთხვევების ზრდა.

ჩვენმა მოსახლეობამ კარგად გავითავისოთ – ვაქცინაცია, განსაკუთრებით ბუსტერული დოზა, სერიოზულად იცავს ომიკრონით ინფიცირებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და გართულებებისგან. მესამე დოზა დღეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი სამიზნე. სასურველია, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ყველამ გაიკეთოს ბუსტერი, ამით ჩვენ ამ ომიკრონის ტალღას გაცილებით მსუბუქად გადავიტანთ”

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.