სასწორზე დევს საქართველოს ევროპული მომავალი, ამაზე პასუხისმგებელი “ქართული ოცნებაა” – ევროპარლამენტარები

სასწორზე დევს საქართველოს ევროპული მომავალი, ამაზე პასუხისმგებელი “ქართული ოცნებაა” – ამის შესახებ, განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს ხუთი ევროპარლამენტარი: ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე აწერენ. ევროპარლამენტარები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად მამრთველ გუნდს.

”ფაქტი, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, აჩენს კითხვას დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები მხოლოდ ადასტურებს სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების პოლიტიკურ მოტივებს და აბსოლუტურად მიუღებელია ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სისტემისთვის, ძირს უთხრის ხალხის არჩევანს, რომელმაც საქართველოს ევროპული გზით სვლა აირჩია.

სასწორზე დევს საქართველოს ევროპული მომავალი. მთავრობა და მმართველი პარტია “ქართული ოცნება“  ამ შემთხვევაში არიან მთავარი პასუხისმგებლები ამ სიტუაციასა და მის მოგვარებაზე. ისინი არჩევანის წინაშე დგანან – განაგრძონ პოლარიზაციისა და უნდობლობის გაღვივება ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ, სანამ სააკაშვილი ციხეში რჩება, თუ მოახდინონ ძალისხმევის კონცენტრირება კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სტანდარტების მხარდასაჭერად, რაც საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
სააკაშვილის საქმე გადაცემულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

ეს არის გზა, საქართველოს მომავლისთვის საბედისწეროდ მნიშვნელოვან საქმეში ევროპული მართლმსაჯულება ჩაერიოს. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მის განხილვას იმოქმედებს მისი დასკვნების შესაბამისად. სანამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქმეს განიხილავს, სააკაშვილი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს.“– ნათქვამია განცხადებაში.