“მე შემიძლია გითხრათ, რომ ის მეორე ადგილზე ვერცერთ შემთხვევაში ის ვერ გავა, საუკეთესო შემთხვევაში გავა მესამე ადგილზე.

ჯერჯერობით, რაც ჩანს, ისევ აქვს ნაციონალურ მოძრაობას იმის რესურსი, რომ 20%-ის ფარგლებში აიღოს და საკმაოდ რთული იქნება მესამე კანდიდატისთვის, რომ ამ მაჩვენებელს გაადააჭარბოს. სამწუხაროდ, ეს ასეა”

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2–ის ეთერში.