საფინიშო წლებში ვართ, მტერი რომ ასე დაგენახება ფილმის ბოლოა – ცოტნე კობერიძე

ფოტო : რადიო თავისუფლება

“საფინიშო წლებში ვართ, მტერი რომ ასე დაგენახება ფილმის ბოლოა”- ამის შესახებ, პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრმა ცოტნე კობერიძემ, “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა და საპროტესტო აქციებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

”საფინიშო წლებში ვართ, შეიძლება მართლა რამე გამოვიდეს. ”ქართული ოცნება” მარტო “ქართული ოცნება” არაა, სუს-ი ხომ არის, სუს-ის მიერ დაშანტაჟებული საპატრიარქო ხომ არის, აქ ხომ არიან თავისი ძველი ბიჭები, საბჭოთა სენტიმენტები.. იმდენმა რამემ მოიყარა თავი.  თან ღიიად არის, 5 ივლისსაც ხომ დავინახეთ. მტერი რომ ასე დაგენახება, ვსო ფილმის ბოლოა, ძაან რთულია გამარჯვება, შეიძლება ისეთ რამეს მოვუგოთ თუ ”ქართულ ოცნებას” მოვუგებთ, რომ მთელი ეს 30 წელი რასაც რაღაცას ვფაფხურობთ აზრი მიეცეს და 1 ნაბიჯით წინ წავიდეთ.” – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.