საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინისათვის სამხედრო დამხარების გაზრდას – რაზე ისაუბრეს მაკრონმა და ზელენსკიმ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. სატელეფონო საუბრისას მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინისათვის უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დამხარების გაზრდას.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება შეადგენს “615 ტონაზე მეტ აღჭურვილობას, მათ შორის სამედიცინო აღჭურვილობას, საავადმყოფოებისთვის გენერატორებს, სასურსათო დახმარებას, თავშესაფარსა და სასწრაფო დახმარების მანქანებს”.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი ასევე შეეხო უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხსაც. ასევე აღნიშნა, რომ იგი მადლიერია საფრანგეთის მიერ გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისა და პარიზის მსაობისთვის, რომ უმკურნალოს დაჭრილ უკრაინელებს.