საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა ძალაში რჩება

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვა ძალაში რჩება. უცნობია, როდის განახლდება მათი ფუნქციონირება.

1 თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგენა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და საავჭრო ცენტრები. სკოლების და ტრანსპორტის აღდგენა ამ ქალაქებში 1 მარტიდან იგეგმება.