საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 11:00 საათზე მესამე პრეზიდენტის პროცესი უნდა დაიწყოს, პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. სასამართლოში მესამე პრეზიდენტი სპეციალური ესკორტით რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს.

პროცესის პარალელურად ნაციონალური მოძრაობა აქციის ჩატარებას გეგმავს.

სასამართლო შენობის შესასვლელთან ბარიკადებია აღმართული, ადგილზეა ყვითელი ავტობუსები, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, ე.წ. რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანა.