პარასკევი, 19 აპრილი , 2024, 14:48

საქართველოს – ესპანეთის მატჩს მაყურებელთა 30% დაესწრება – ბილეთების მფლობელებს კომენდანტის საათი არ შეეხებათ

საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩს მაყურებელთა 30% დაესწრება, რომელიც  დინამო არენას შემთხვევაში,17 ათასი მაყურებელია. საფეხბურთო მატჩის, ბილეთების მფლობელებს კომენდანტის საათი არ შეეხებათ ინფორმაციას ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მაყურებლებს შორის სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება.

ბილეთები ელექტრონულად, პირადი ნომრის მეშვეობით გაიყიდება, ნაკრებების შეხვედრა 28 მარტს გაიმართება.