საქართველოსთვის დრო დადგა, გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი – კიზინგერი

საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად მასპინძლობს.

„დიდი მადლობა ყველას, რომ აქ ვიმყოფებით, დიდი მადლობა ჩემ ევროპელ და ქართველ მეგობრებს, განსაკუთრებით, ბატონო მინისტრო, მადლობა. მინდა გითხრათ, რომ ათვლის წერტილი არის 12 წელი, 12 წელი ძალიან გრძელია, საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ვფიქრობ, ჩემი მეგობრები დაეთანხმებიან, ფაქტობრივად ის, რომ საქართველო ოკუპირებულია, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ საქართველო არ გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყველაზე ძლიერ პარტნიორებს შორის არის ავღანეთში ოპერაციის დროს, როცა ერთ სულ მოსახლეზე ჩართულობაზე ვსაუბრობ, საქართველო მეორე გახლავთ ამერიკის შემდეგ ავღანეთში ჩართულობის თვალსაზრისით და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა მომავლისთვის. ამერიკის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი ყველა მხარს უჭერს საქართველოს და გავაგრძელებთ ამის კეთებას. მე ველი მომავალზე საუბრებს ჩემ მეგობრებთან და ყველა სხვასთან“, – განაცხადა კინზინგერმა.