საქართველოსთვის ევრო-ატლანტიკური სივრცე ვიწროვდება – დეკანოიძე საბანაძის გადადგომაზე

ენმ–ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ნატა საბანაძის გადადგომას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს მძიმე მდგომარეობის ნიშანია.

“ევროკავშირში საქართველოს ელჩის გადადგომა ნამდვილად მიანიშნებს იმ მტკივნეულ საკითხზე, რაზეც ჩვენი დასავლელი მეგობრები საუბრობენ – საქართველოსთვის ევრო-ატლანტიკური სივრცე ვიწროვდება.

საბანაძეზე ყოველთვის კარგი წარმოდგენის ვიყავი და ნამდვილად მიმაჩნია გამორჩეულ კადრად დიპლომატიაში. კიდევ ერთი ნიშანი, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ. ევროპის უარყოფა დიდ განსაცდელში ჩააგდებს ქვეყანას”,– წერს დეკანოიძე.

დღეს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე თანამდებობიდან გადადგა.