“ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან ნატოს წევრები, მაგრამ მდებარეობენ რეგიონში. საუბარია ბელარუსზე, მოლდოვასა, საქართველოზე. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან ისინი მონაწილეობენ ჩვენს კოლექტიურ და საერთო უსაფრთხოებაში”

განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.