საქართველოს ევროპული გზა მყარი და უალტერნატივოა – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროპული გზა მყარი და უალტერნატივოა, რისი დასტურიც გუშინ, “ევრონიუს საქართველოს” ოფიციალურ გახსნაზე დასწრება და დღეს შარლ დე გოლის წერილების წინანდლის მუზეუმისათვის გადაცემაა.

“ჩემთვის და ყველა ქართველისთვის დიდი პატივია ის, რაც დღეს წინანდალში ხდება, რომელიც საქართველოსთვის ყოველთვის იყო ევროპული კერა და საქართველოსა და ევროპის კულტურებს შორის გადებული ხიდი.

ალბათ ვერასოდეს ვიოცნებებდით და მეც ვერასოდეს წარმოვიდგენდი ახალგაზრდობაში, რომ აქ ვიქნებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დავესწრებოდი ასეთ ზეიმს – წინანდლის მუზეუმისათვის გენერალ დე ოგოლის წერილების გადაცემის პროცესს”, – წერს პრეზიდენტი განცხადებაში.

მისივე თქმით, საქართველო და საფრანგეთი, ძალიან განსხვავებული და ამავდროულად, ერთმანეთთან ძალიან დაკავშირებული ქვეყნები არიან, თუნდაც იმით, რომ ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ამ ორივე ქვეყნისთვის ყოველთვის იყო მათი იდენტობის განუყოფელი ნაწილი.