საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.8%-ით შემცირდა – საქსტატი

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით 6.8%-ით შემცირდა  – აღნიშნულ ინფორმაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, წინა წელთან შედარებით, უარყოფითი არ ყოფილა, არამედ ზრდა 2.9% დან – 7.4% მდე მერყეობდა.

რეალური მშპ-ის კლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა:

სასტუმროებმა და რესტორნებმა – 44.9 %

ტრანსპორტმა და დასაწყობებამ – 23.0 %

დამამუშავებელმა მრეწველობამ – 7.1%