საქართველოს მოქალაქე ოკუპანტებმა ფეხში დაჭრეს და დააკავეს

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ რომ საქართველოს მოქალაქე ე.წ. მესაზღვრეებმა ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

შემთხვევა სოფელ სხვილოს ციხესთან, ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, გატაცებულია 33 წლის კაცი.

„11 ივლისს, სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებმა 1987 წელს დაბადებულმა კახა გახელაძემ, რომელმაც დაარღვია სახელმწიფო საზღვარი და შევიდა ლენინგორის მიმართულებით სოფელ ახმაჯის ტერიტორიაზე, მესაზღვრეების გამოჩენისას ცეცხლი გახსნა იარაღიდან. საპასუხო ცეცხლით კახა გახელაძე ტერფში დაიჭრა და ამის შემდეგ მისი დაკავება მოხდა.“ – ნათქვამია დეფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან არსებული ცხელი ხაზი.