“მე ვარ საქართველოს მხარეზე, მე ვარ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი…უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე დაანებეთ თავი სხვა ქვეყნის…მე ვარ სამართლიანობის მხარეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას ტერიტორიულ მთლიანობას და ბუნებრივია ჩვენი სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს “,

ასე პასუხობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვას, თუ ვის მხარეს არის რუსეთ-უკრაინის ომში.