საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა – ტიკარაძე

საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია?!“ განაცხადა. მინისტრი ჭარბი რაოდენობის კლინიკების გახსნას ბიზნეს ინტერესებით ხსნის და აღნიშნავს, რომ საქართველოში კლინიკის გახსნა კარგ ბიზნესად ითვლება, რადგან ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„როდესაც მსოფლიში ყველგან მიღებული არის, რომ საწოლფონდის ერთეულებით დაითვალოს საჭიროება 100 000 მოსახლეზე, ჩვენ ამ კლინიკების რაოდენობით შეგვიძლია უკვე კლინიკები დავთვალოთ 100 000 მოსახლეზე. აქედან გამომდინარე, ამ კლინიკებში შეუძლებელია მიღწეული იყოს პაციენტის მომსახურების ჯაჭვი, როდესაც პაციენტი მიღების მომენტიდან გაწერის მომენტამდე მიიღებს უსაფრთხო სერვისს. სწორედ აქედან გამომდინარე ახლა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავება, სადაც პირველი მახასიათებელი არის პაციენტისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისის მიწოდება და ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.